რიგგარეშე არჩევნები არ იქნება – ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბნუნიდან უპასუხ

რიგგარეშე არჩევნები არ იქნება – ირაკლი ღარიბაშვილმა ოპოზიციას საპარლამენტო ტრიბნუნიდან უპასუხა, კიდევ დაემუქრა და თქვა, რომ რეალურად ოპოზიციას ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება უნდა და არა სამართლიანი არჩევნები:

ჩვენ კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს, ეს საკითხი არის დახურული. ეს საკითხი არ განიხილება…

უმოკლეს ვადაში ჩემი პრიორიტეტი იქნება აღვადგინო კონსტიტუციურ წესრიგი, რომ არავინ არ იდგეს კანონზე მაღლა და კანონი უნდა აღსრულდეს” ამბობს ღარიბაშვილი

ღარიბაშვილის საერთაშორისო პარტნიორებსაც პასუხობს და ამბობს, რო მათ რეალურად არ იციან იმ სამართლებრივი საქმეების შინაარსი, რომლებზეც საუბრობენ. ღარიბაშვილმა საპარლამენტო ტრიბუნიდან ნიკა მელია დამნაშავედ კიდევ ერთხელ გამოაცხადა – საქმე გვაქვს ძალიან ცნობილ დამანაშვესთან, ბატონ ნიკანორ მელიასთან – ამბობს ღარიბაშვილი

ღარიბაშვილის თქმით, თუ ოპოზიცია მიხეილ სააკაშილს გაემიჯნება ქართული ოცნება, მოლაპარაკებისთვის და კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, მზად არის.

“ჩვენ უნდა დავინახოთ პოზიტივი ამ უნიკალურ შესაძლებლობაში. ვთქვათ პირდაპირ, ვერ ვინატრებდით, რომ ნაცმოძრაობის რადიკალური, დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ეს შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ასე მოხდა ბუნებრივად, მათი არჩევანით, მათივე სურვილით. თუ მოახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, გაემიჯნონ სააკაშვილის ძალადობას და მის შანტაჟს, ჩვენ ამას მხოლოდ მივესალმებით და მზად ვართ, კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის, ცხარე კამათისთვის.”,-თქვა ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგლდანის რაიონში ნიკო კეცხოველის ქუჩის რეაბილიტაცია სრულდება
შემდეგი სტატიარუსეთი აგრძელებს ადამიანის უფლებების დარღვევას ოკუპირებულ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში