რიგგარეშე არ იქნება, თუ ქუჩაში გამოხვალთ, შეხვალთ უკან სახლებში – კობახიძე ოპოზიციას

“დღეს ყველა კარგად ხედავს, რომ ჩვენ გვაქვს ყველანაირი რესურსი, საშუალება, საერთოდ საბაბიც კი არ დავუტოვოთ არავის რიგგარეშე არჩევნებზე საუბრის. აქ საუბარი არ მაქვს მხოლოდ არჩევნების შედეგზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ 1%-ც რომ ავიღოთ, არავითარი რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები არ იქნება, ეს ერთი; მეორე – სააკაშვილი რომ ჩამოვიდეს, მოხვდება შესაბამის დაწესებულებაში; მესამე – ქუჩაში გამოხვალთ, შეხვალთ უკან სახლებში და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე პოლიტიკური აქტუალობა მთლიანად დაკარგა იმ ჩანაწერმა, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს. თავის დროზე იყო ეს აქტუალური, თუმცა დღეს გაგიმეორებთ, რომ არავითარი რიგგარეშე არჩევნები არ იქნება. 2024 წლისთვის მოემზადეთ კარგად, იმაზე უკეთესად ვიდრე დღეს ემზადებით ამ თვითმმართველობის არჩევნებისთვის.”- მიმართა “ქართული ოცნების” დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას პარლამენტის საშემოდგომო სესიის პლენარულ სხდომაზე.

banner
წინა სტატიაშიგახარიამ თელავის მერობის კანდიდატი, ასევე კახეთის რეგიონის მაჟორიტარობისა და პარტიული სიის წევრები წარადგინა
შემდეგი სტატიაუსუფაშვილი კობახიძეს – მადლობა იმისთვისაც, რომ დღეს კეთილი და მოწყალე ბრძანდებით