რიჩარდ ჰადსონი – ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს

ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს, ამას შედეგები უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ ამერიკელი კონგრესმენი რიჩარდ ჰადსონი (რესპუბლიკური პარტია) აცხადებს.

“ვლადიმერ პუტინი ბოროტი დიქტატორია, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიას ძირი გამოუთხაროს და ამას შედეგები უნდა მოჰყვეს. ეს კანონპროექტი ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების მიმართ აშშ-ის მხარდაჭერას აძლიერებს და ცხადყოფს იმას, რომ მათ თავისუფლებაზე თავდასხმებს ჩვენ არ შევეგუებით“, – აცხადებს რიჩარდ ჰადსონი.

ამასთან, კონგრესმენი მარკ ვიზი (დემოკრატიული პარტია) აღნიშნავს, რომ აშშ და კონგრესი ქართველი ხალხის გვერდით დგას.

“საქართველოსთან ჩვენი მეგობრობა კრიტიკულ ეტაპზეა და მისი ხალხი თავისუფლებისთვის გაბედულად იბრძვის. „MEGOBARI აქტი“ ახლა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე და ეს აუცილებელი მხარდამჭერი კანონპროექტია, რათა საქართველოში ჩვენს მოკავშირეებს დავეხმაროთ, უზრუნველყონ თავიანთი მომავალი და თავიანთი თავისუფლებები დაიცვან“, – აღნიშნავს მარკ ვიზი.

შეგახსენებთ, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარემ, კონგრესმენმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) კონგრესში „MEGOBARI აქტი“ ხელახლა წარადგინა.

banner
წინა სტატიაშიშსს – 2024 წელს, მიგრაციის დეპარტამენტმა საქართველოდან 430 უცხო ქვეყნის მოქალაქე გააძევა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 126% -ით აღემატება
შემდეგი სტატიაგიგი წერეთელი: ყველა მოთხოვნა – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება, ახალი არჩევნები, თუ ესე მოთხოვნები არ იქნება შესრულებული, ჩვენი პარტნიორებისგან იქნება კიდევ უფრო მძიმე პასუხები