11.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 13, 2026
banner

რიაზანის ქარხანა “ელასტიკში” დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

15 აგვისტოს რიაზანის რეგიონში, „ელასტიკის“ ქარხანაში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11 ადამიანამდე გაიზარდა, იტყობინება რეგიონული სამუშაო ჯგუფი. ნანგრევების გატანისა და სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება. გამოცხადებულია საგანგებო მდგომარეობა და ინციდენტის ადგილზე შესვლა აკრძალულია.

„გასულ საღამოს და ღამით საგანგებო სიტუაციების სამინისტრომ და რუსეთის ეროვნულმა გვარდიამ ნანგრევების ქვეშ სამი ადამიანი გამოიყვანეს. დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. სამედიცინო დახმარება გაეწია 130 დაშავებულს, რომელთაგან 29 ჰოსპიტალიზებულია: 13 პაციენტი რიაზანის საავადმყოფოებში იმყოფება, 16 კი მოსკოვის ფედერალურ სამედიცინო ცენტრებშია გადაყვანილი“, – ნათქვამია სამუშაო ჯგუფის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშივლადიმერ პუტინმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს ბადრა გუნბას დაბადების დღე მიულოცა
შემდეგი სტატიაევროპის ლიდერები ალასკის სამიტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ