„რია ნოვოსტი“ – ჟურნალისტ ტატიანა ფელგენგაუერზე თავდამსხმელი საქართველოში დაბადებული ისრაელის მოქალაქეა

„ეხო მოსკვის“ ჟურნალისტ ტატიანა ფელგენგაუერზე თავდამსხმელი საქართველოში დაბადებული ისრაელის მოქალაქე აღმოჩნდა, – ამის შესახებ „რია ნოვოსტის“ სამართალდამცავ ორგანოებში საკუთარმა წყარომ განუცხადა.

„თავდამსხმელი საქართველოშია დაბადებული, მაგრამ ისრაელში ცხოვრობს“, – განუცხადა წყარომ სააგენტოს და დასძინა, რომ მამაკაცს ისრაელის მოქალაქეობა აქვს.

რუსეთის შსს-ს მთავარი სამმართველოს პრესსამსახურის ხელმძღვანელმა იური ტიტოვმა განაცხადა, რომ თავდამსხმელს თან არანაირი საბუთები არ ჰქონდა.

„ჩვენ თავდამსხმელის მოქალაქეობის შესახებ ინფორმაციას გადავამოწმებთ. საბუთები მას არ აქვს, მის სახელსა და გვარს ახლა ვაზუსტებთ“, – განაცხადა ტიტოვმა.

რუსული რადიო „ეხო მოსკვის“ ოფისში დანით შეიარაღებული მამაკაცი შეიჭრა და წამყვანი ტატიანა ფელგენგაუერი დაჭრა. ”რია ნოვოსტის“ ინფორმაციით, თავდასხმის მიზეზი პირადი კონფლიქტი გახდა.

 

 

banner
წინა სტატიაშიარსებული ინფორმაციით, წულუკიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია მიმდინარეობს
შემდეგი სტატიავარკეთილში სპეცოპერაცია ერთ-ერთ კაფეში მიმდინარეობს