რეზოლუციამ გაითვალისწინა ბრალდებულების და მსჯავრდებულების შეყვანა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში, მათი გარდაცვალების ცნობა საქმის დახურვის საშუალებას არ იძლევა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 27, 2018 12:55

რეზოლუციამ გაითვალისწინა ბრალდებულების და მსჯავრდებულების შეყვანა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში, მათი გარდაცვალების ცნობა საქმის დახურვის საშუალებას არ იძლევა

„ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია არ არის დაკომპლექტებული რომელიმე პირის მიერ, ეს არის დაკომპლექტებული სამართალდამცველების მიერ, იმ პრინციპით, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამის რეზოლუციაში, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს „ტატანუშვილი-ოთხოზორიას სიაში“ არსებული პირების შესაძლო გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვაზე.

მისი თქმით, რეზოლუციამ გაითვალისწინა სიაშიბრალდებული თუ მსჯავრდებული პირების შეყვანა. მათი გარდაცვალების შესახებ ცნობა კი, საქმის დახურვის საშუალებას არ იძლევა.

„მოგეხსენებათ, რეზოლუციამ გაითვალისწინა ბრალდებული თუ მსჯავრდებული პირების შეყვანა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში. მათი გარდაცვალების შესახებ ცნობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საქმე დაიხუროს. სია არის ღია. შესაძლებელია, გამოძიების ფარგლებში ვინმე დაემატოს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დადგენილების პროექტი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საქართველოს მთავრობამ გუშინ დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. სიაში ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი.

ამასთან, როგორც დღეს, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე არ მოხვდა, ასევე მისი თქმით, სიაში გარდაცვლილი ადამიანები არიან შეყვანილი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ივნისი 27, 2018 12:55

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,929
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics