რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროპარლამენტმა რეზოლუცია მიიღო, რითაც სომხეთს მოუწოდებს ევროპოლიტიკურ არჩევანს მხარი პრაქტიკური ნაბიჯებით დაუჭირონ .
ევროპარლამენტმა ახლახან მიიღო არასავალდებულო (სარეკომენდაციო) რეზოლუცია სომხეთზე. მიუხედავად იმისა, რომ იგი პირდაპირ არ მოითხოვს EU-ში გაწევრიანებას, EU-ს რეზოლუცია ნაცვლად ამისა „მოუწოდებს სომხეთის ინსტიტუტებსა და ხელისუფლებას, მხარი დაუჭირონ ამ პოლიტიკურ არჩევანს პრაქტიკული ნაბიჯებით, რომლებიც დაეფუძნება დემოკრატიას, კანონის უზენაესობასა და ფუნდამენტურ უფლებებს“,_ წერს რადიო თავისუფლების ევროპის ბიუროს ხელმძღვანელი რიკარდ იოზვიაკი.
















