9.8 C
Tbilisi
პარასკევი, ნოემბერი 6, 2026
banner

რეზო კიკნაძე: ციხემ დედაჩემის და ორი ყველაზე ახლობლის ნომერი დაბლოკა

ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს, – ამის შესახებ პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს დაკავებული რეზო კიკნაძის გზავნილშია ნათქვამი, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება.

როგორც კიკნაძე წერს, აღნიშნულ შეზღუდვას პატიმარ გიორგი დავითაძისადმი მხარდამჭერ გზავნილს უკავშირებს.

„ციხემ დაბლოკა დედაჩემის და იმ ორი ყველაზე ახლობლის ნომერი, ვისთანაც ვრეკავდი ყოველჯერზე. ბოლო ორი თვე ზარების გარეშე დამტოვეს. მიზეზი არ ვიცი, სავარაუდოდ, „ვოისი“ რომ ჩავწერე დავითაძის მხარდასაჭერად, ეგ უნდა იყოს ამ უმსგავსობის სათავე. დედაჩემის ნომერს რას ერჩოდნენ? სულ გარეკეს, მგონი”,– წერს კიკნაძე.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ზარქუა ევროკავშირის ელჩის პოზიციასა და „ევროპის დღესთან“ დაკავშირებულ კახეთში მიმდინარე ღონისძიებას გამოეხმაურა
შემდეგი სტატიამოქალაქეები ლილოს ნაგავსაყრელის გადატანას ითხოვენ