რეზო გაბრიაძე მთაწმინდის პანთეონში დაკრძალეს

მხატვარი, თეატრისა და კინოს რეჟისორი, მწერალი რეზო გაბრიაძე მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

გაბრიაძის სამოქალაქო პანაშვიდი ანჩისხატის ტაძარში გაიმართა. 84 წლის რევაზ გაბრიაძე 6 ივნისს გარდაიცვალა. მას ეკუთვნის პიესები: „ფეოლა“, „ ხანუმა პარიზში“, თავისივე სცენარით კი აქვს დადგმული: „ალფრედი და ვიოლეტა“, „მარშალ დე ფანტიეს ბრილიანტი“, „ჩვენი გაზაფხულის შემოდგომა“, „სტალინგრადის ბრძოლა“.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს პრემიერ-მინისტრი EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტ ალან პილოუს შეხვდა
შემდეგი სტატია“ბოლოს და ბოლოს შობეთ და დაადეთ სანქციები ბიძინა ივანიშვილის მრავალმილიარდიან ქონებას”