მუსიკოსი რეზო ბლიაძე ეხმაურება ფეხბურთელ გიორგი გველესიანის მიერ გაკეთებულ განცხადებას.
“მარტო ფეხბურთელები?
აკა არ წნეხეს?
მუსიკოსები არ წნეხეს?
თორე ტრ***ები არ დააბზეკინეს პარლამენტთან და მერე ჩუმჩუმად ბოდიშები არ იხადეს?
ზოგმა: ბავშვს ქონდა ტელეფონი და იმან დაწერა “ალა ლუსულ კანონსო”, ზოგი ცოლმა წნეხა და ზოგიც ცოლის დაქალებმა…
ასე იყო კი.
ზუსტად ასე!
ზუსტად ასე მირეკავდა “მთავარის” ჟურნალისტი, ხმა ამოიღე და თქვი “არა რუსულ კანონსო”, ბავშვები ქუჩაში დგანან, ოლე ოლას მღერიან და შენ რატომ ხარ ჩუმადო?
ხმა ამოვიღე, მათთვის არასასურველი რამ ვთქვი და გადამიარეს….
საკუთარ თავზე რომ არ მქონდეს გადატანილი, რა ვირისშვილებიც ხართ, ალბათ, ახლაც არაფერს ვიტყოდი…
მაგრამ დიახ, ვერ გაუძლეს ბიჭებმა, მოდას ვერ ჩამორჩნენ! თან “ალა ლუსულ კანონებს” იძახეს და თან მილიონებიც აიღეს.
ა, ესაა სიმართლე”, – წერს რეზო ბლიაძე Facebook-ზე.
ინფორმაციისთვის, გიორგი გველესიანმა „Geo Team“-თან პირველ ინტერვიუში, რომელიც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ჩაწერა, განაცხადა, რომ 2024 წლის 28 ნოემბრის მოვლენების შემდეგ ფეხბურთელების უმრავლესობის მიერ გაკეთებული ევროინტეგრაციის მხარდამჭერი განცხადებები გარკვეული ზეწოლისა და „გაუაზრებელი ქმედების“ შედეგი იყო.








