რეჟისორი ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს

მარჯანიშვილის თეატრის ინფორმაციით, რეჟისორი ლევან წულაძე მარჯანიშვილის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობას მიიღებს.

როგორც თეატრი სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში განმარტავს, ლევან წულაძეს, ხელშეკრულებით განსაზღვრული სამხატვრო ხელმძღვანელის პოზიციის ოთხწლიანი ვადა ამოეწურა. ასეთი კონკურსი ტარდება 4 წელიწადში ერთხელ.

ლევან წულაძეს მიღებული აქვს მონაწილეობა კონკურსებში აქამდე რამოდენიმეჯერ. ასეთივე კონკურსია გამოცხადებული საქართველოს თითქმის ყველა თეატრში. ჭოლა, როგორც აქამდე, ახლაც მიიღებს მონაწილეობას კონკურსში – ნათქვამია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიჯეიკ სალივანი – უკრაინაში რუსეთის სამხედრო შეჭრის საფრთხე მაღალია
შემდეგი სტატიაევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ნახევარი წლით გაახანგრძლივა