რეჟისორი ირინა ბოკუჩავა გარდაიცვალა

რეჟისორი ირინა ბოკუჩავა გარდაიცვალა

დღეს, 27 მაისს, რეჟისორი ირინა ბოკუჩავა კორონავირუსით გარდაიცვალა.

ირინა ბიკუჩავა წლების განმავლობაში აფხაზეთის ტელე-რადიო კომპანიაში რეჟისორად მუშაობდა. ის ასევე, არის დამდგმელი რეჟისორი და სცენარის ავტორი აფხაზეთის ომის თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმებისა: „ტყის ძმები“, „საუკუნის დანაშაული“ და „როცა კარიბჭე გაიღება“. მას აფხაზეთის თემაზე ასევე გადაღებული აქვს მუსიკალური კლიპები: „გამარჯობა, აფხაზეთო შენი!“, „ქართულ-აფხაზური შერიგების ჰიმნი“ და „ვარადა”.

რეჟისორისთვის „ომის პატარძალი“ პირველი მხატვრული მძაფრსიუჟეტიანი ფილმია, რომელიც აფხაზეთის ომში მტრის მიერ სასტიკად ნაწამები ქართველი ქალის ისტორიაზე მოგვითხრობს. სცენარის ავტორი და რეჟისორია თავად ირინა ბოკუჩავაა.

საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი” ღრმა მწუხარებას გამოთქვამს კოლეგის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

banner
წინა სტატიაშიმეცნიერები: კოვიდ-19 გადატანილებს, შესაძლებელია, იმუნიტეტი მთელი ცხოვრება ჰქონდეთ
შემდეგი სტატია“თუკი ხელოვნური ინტელექტისგან არ დაგვიცავენ, ორუელის “1984” წელი 2024 წელს დადგება”