რეჟისორი გუგული მგელაძე გარდაიცვალა

29 ნოემბერს ცნობილი რეჟისორი და სცენარისტი გუგული მგელაძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. გუგული მგელაძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
გუგული მგელაძე ავტორია ისეთი ცნობილი ფილმების, როგორიცაა: “სინათლე ჩვენს ფანჯრებში”, “ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი”, “ბურთი და მოედანი”, “გაჭედილები (ენკი-ბენკი)”, “ბაგრატიონი”, “ძახილი”, “როგორ ვიცხოვრო უშენოდ”, “ცისკრის ზარები”, “განთიადი”, “არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ”…
გუგული მგელაძემ დაამთავრა მოსკოვის საკავშირო კინემატოგრაფიის ინსტიტუტის სამსახიობო და სარეჟისორო ფაკულტეტები, იყო საქართველოს სახალხო არტისტი.

banner
წინა სტატიაში“ირაკლი შოთაძე პოლიტიკური დაკვეთის შესრულებისთვის დააწინაურეს”
შემდეგი სტატიაქართული ეთნოგრაფიული სამოსის გამოფენა გაიმართა