რეჟისორი გიორგი დანელია ჰოსპიტალიზებულია

ცნობილი რეჟისორი გიორგი დანელია ჰოსპიტალიზებულია. ოჯახის წევრების განცხადებით, 89 წლის რეჟისორის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. საავადმყოფოში ის ფილტვების ანთების დიაგნოზით გადაიყვანეს.

მეუღლის განცხადებით, ამ დროისთვის ექიმებმა გიორგი დანელიას სასუნთქი გზების სტაბილიზება შეძლეს და მცირე დადებითი დინამიკა შეინიშნება.

გიორგი დანელია 1930 წელს თბილისში დაიბადა. არის რეჟისორი ფილმებისა „მიმინო“, „ქინ-ძა-ძა“, „შემოდგომის მარათონი“ და სხვები.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ აჭარაში ოჯახში ძალადობის ბრალდებით 6 პირი დააკავა
შემდეგი სტატიასანზონაში 8-სართულიანი შენობის აგებას აპროტესტებენ