რეჟიმისვე ვერსიით, ამ ქვეყანას კორუმპირებული მოღალატეები მართავდნენ – ბოკერია

პარტია “ფედერალისტების” ლიდერი გიგა ბოკერია ეხმიანება სუს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ყოფილმა პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა, წლების განმავლობაში უკანონო შემოსავლის მიღების ფაქტი აღიარა და გამოძიებასთან სრულად ითანამშრომლა:

თავისთავად ის სურათი, რომ ამ რეჟიმისვე განაცხადით და ვერსიით, მთელი ამ წლების განმავლობაში ქვეყანას მართავდა კორუმპირებული, ორგანიზებულ დანაშაულთან შერწყმული, მოღალატეების გუნდი. ანუ მთელი ივანიშვილის რეჟიმის საქმიანობა არის თვალნათელი მათივე ვერსიით. აქედან გამომდინარე, ადამიანი, რომელიც ასეთი ხალხით მართავდა ქვეყანას არ შეიძლება, დარჩეს ხელისუფლების სათავეში, ეს არის კატასტროფა მთელი ჩვენი ქვეყნისთვის, ყველა მოქალაქისთვის, განურჩევლად მათი დღევანდელი პოლიტიკური სიმპათიებისა.

ეს არის რისი გააზრების გავრცელებაც მოხდება საზოგადოებაში, რომ არ შეიძლება ხელისუფლებაში იყოს კაცი, რომელიც, როგორც ცუდი პატრონი შინაურ ცხოველებს, ისე ექცევა საკუთარ ქვეყანას. უტიფრად თვითონ უგონებენ, რომ კი, ქურდები, კორუმპირებულები და კრიმინალები მყავდა დანიშნული ქვეყნის მმართველებად, ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს და უნდა დაიწყოს ქვეყნის ამ ჭაობიდან ამოსვლა.

ეს არ იქნება მარტივი პროცესი, რეპრესიები გაღრმავდება, ამას ვხედავთ დღეს და დავინახავთ სამწუხაროდ მომავალშიც. საბოლოო ჯამში, ქართული საზოგადოების ნებას ვერ გაუძლებს ეს რეჟიმი, ოღონდ ყველას გვჭირდება ამ ნების ხელში დაჭერა და გზავნილის გავრცელება, რათა პროტესტი გაფართოვდეს, ” – ამბობს გიგა ბოკერია.

banner
წინა სტატიაშიახალმა კანონმა იმუშავა, რადიკალებმა ქუჩა ვერ გადაკეტეს – კობახიძე
შემდეგი სტატიაკახეთში სოკოთი მოწამლული ადამიანი გარდაიცვალა