რეჟიმის ტყვე, ირაკლი ქერაშვილი ციხიდან ევროპის ქვეყნებს წერილით მიმართავს

რეჟიმის ტყვე, ირაკლი ქერაშვილი ციხიდან ევროპის ქვეყნებს წერილით მიმართავს.

“წერილი ევროპის ქვეყნებს, იმედი მაქვს, რომ ეს წერილი ადრესატამდე მოაღწევს.

მე ვარ ირაკლი ქერაშვილი და ამ წერილს ვწერ მე-8 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მსურს, თვალები კიდევ უფრო უფრო ფართოდ გაახილოთ, რადგან ჩემს ქვეყანას და მის ხალხს თქვენი მხარდაჭერა სჭირდება!

ისტორიას თუ გადახედავთ, 1924 წელს, როდესაც ქართველმა ხალხმა ხმა აიმაღლა საბჭოთა (რუსული) ოკუპაციის წინააღმდეგ, ქართველ ხალხს დასავლეთის მხარდაჭერის იმედი ჰქონდა (ინგლისისა და საფრანგეთის). ბრძოლები დაიწყო 1924 წლის ბოლოს, მაგრამ მხარდაჭერა არსად ჩანდა. ჩემი ქვეყანა საბჭოთა იმპერიის წინაშე მარტო აღმოჩნდა. მათ დახოცეს დაახლოებით 7 000-დან 10 000-მდე ადამიანი, 20 000-მდე კი ციმბირში გადაასახლეს.

1924 წელსა და დღევანდელ დღეს შორის ერთადერთი განსხვავება არსებობს: ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად, როდესაც იმავე მტრის წინაშე ვდგავართ, დასავლური მხარდაჭერა და სანქციები არ დაიგვიანებს!

ჩემთვის წაყენებული ბრალდება 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს, მაგრამ არ მეშინია! მზად ვარ, ჩემი თავისუფლება შევწირო ჩემი ქვეყნის თავისუფლებას!

საქართველო იყო და არის ევროპული ცივილიზაციის დიდი ნაწილი!

თუ რუსეთი საქართველოსა და უკრაინაში გაიმარჯვებს, შემდეგი სამიზნე ევროპა იქნება!

#ჩვენევროპავართ
#აფხაზეთისაქართველოა
#სამაჩაბლოსაქართველოა”, – ნათქვამია წერილში

banner
წინა სტატიაშირა გზა გაიარა “იაპონჩიკისა” და “დედ ჰასანის” მთავარმა მტერმა “მერაბ სოხუმსკიმ”, რა ადგილი ეჭირა მის ცხოვრებაში ძმას და რა შეიძლება მოჰყვეს ლევან ჯანგველაძის მკვლელობას
შემდეგი სტატიაელისო კილაძე: ლევან ჯანგველაძის მკვლელს ქვეყანა არ დაუტოვებია,ყოფილი პოლიციელია,2021 წელს წავიდა სისტემიდან,ბოლოს გ.ჯ -ს დაცვაში მუშაობდა