აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ოჯახის წევრების სიას აქვეყნებს და ამბობს, რომ ისინი “ქართული ოცნების” რეჟიმის ხელშემწყობები არიან, რის გამოც სანქციები უნდა დაუწესდეთ.
“ივანიშვილების ოჯახის წევრები არიან ბენეფიციარები და ხელშემწყობები რეჟიმის მიერ, საქართველოს, შეერთებული შტატების მტრებისთვის მიყიდვისა და უნდა მიიღონ სანქციები და განიდევნონ დასავლეთიდან.
ეკატერინე ხვედელიძე
უტა ივანიშვილი
ცოტნე ივანიშვილი
ბერა ივანიშვილი
გვანცა ივანიშვილი
ალექსანდრე ივანიშვილი
უჩა მამაცაშვილი”, – წერს უილსონი X-ზე.