“რეჟიმის დამქაშებო, ტყუილად ირჯებით… სალამი ჩრდილოეთ კორეა… გაიკეთეთ ეგ ჩანაწერები ერთ ადგილას”

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 5, 2019 22:02

“რეჟიმის დამქაშებო, ტყუილად ირჯებით… სალამი ჩრდილოეთ კორეა… გაიკეთეთ ეგ ჩანაწერები ერთ ადგილას”

სამაუყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია მისი და მესამე პრეზიდენტის საკაშვილის სატელეფონო საუბრის შესაძლოა გამოქვეყნებასტან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმციაზე სოციალურ ქსელში წერს.

“ახლა მიმდინარეობს ჭორის ცირკულირება, რომ ჩემი და მიხეილ სააკაშვილის ჩანაწერები უნდა გამოქვეყნდეს. ცხადია, ბიძინას შავრაზმელი ჟურნალისტები ამოქოქეს და ყველამ დამირეკა კომენტარისთვის. რეჟიმის დამქაშებო, ტყუილად ირჯებით. ჯერ ერთი, მე თვითონ არ ვმალავ, რომ სააკაშვილსაც ვესაუბრები და ის ძირითადად ჩემგან იგებს მიმდინარე მოვლენებს. მეორე, არც ერთი საუბარი არ არსებობს პარლამენტის მოვლენების წინმსწრები, რადგან ეს მოვლენები არც სააკაშვილის შემოქმედებაა და არც რ2ის – გაბრაზებული ქართველი პატრიოტების სპონტანური შეკრებაა, რომელთა 95% არც ერთ პარტიას არ ეკუთვნოდა და ჩვენი ყოვლისმცოდნე ტელევიზიისთვისაც კი სიურპრიზი იყო. მესამე, თუ “ამბოხი, რასაც უნდა მოყოლოდა რეგიონებში არეულობა” რეგინოების მსხვილ ქალაქებში მიტინგებს მოიცავს, ეს სააკაშვილისგანაც გამიგია და ნაციონალური მოძრაობის სხვა ლიდერებისგანაც და სრულიად სწორიცაა ტაქტიკური თვალსაზრისით და ლეგიტიმურიც – კონსტიტუციური თვალსაზრისით. თუ უკვე მიტინგი ინტერპრეტირდება, როგორც ამბოხი, მაშინ დახურულ ქვეყანაში ვცხოვრობთ – სალამი ჩრდილოეთ კორეა.

ასე რომ, გაიკეთეთ ეგ ჩანაწერები ერთ ადგილას და არ გამოგივათ არც ახალგაზრდების აქციის გაბანძება (სააკშვილიც და მეც საერთოდ არ ვაღელვებთ) და არც პოლიტიკური კლასის ციხეებში ჩაყრა. თუ მაინც დააპირებთ, მხოლოდ თქვენი ციხეებით დაასრულებთ და ოპოზიციის და ამ ქვეყნის პატრიოტების (ჩემი ჩათვლით) ვერანაირი კეთილი ნება, გამოცხადდეს პოლიტიკური ამნისტია, ვეღარ გიშველით”, – წერს ნიკა გვარამია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ივლისი 5, 2019 22:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,001
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics