რეჟიმი, რომელიც 2012 წლამდე ბობოქრობდა, ასეთი ადამიანების ხელით ჩადიოდა წამებას და გაუპატიურებას – კილაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოფო კილაძე დარწმუნებულია, რომ მეგის ქარდავას ექსტრადიციის პროცედურები მალე დასრულდება და ქარდავა პასუხისგებაში მიეცემა.

“მეგის ქარდავას მიმართ არის არაერთ საქმესთან დაკავშირებით გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილი სასამართლოს მხრიდან. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ რეჟიმი, რომელიც საქართველოში 2012 წლამდე ბობოქრობდა, სწორედ ასეთი ადამიანების ხელით ჩადიოდა წამებას, გაუპატიურებასა და სხვა უამრავ საშინელებას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ თითოეულმა ადამიანმა აგოს პასუხი დანაშაულზე, რომელიც ჩაიდინა. აქედან გამომდინარე, როგორც ვიცით მიმდინარეობს ექსტრადიციის პროცედურები, რომელიც დარწმუნებული ვარ, ბოლომდე მივა და დამნაშავე მიეცემა პასუხისგებაში”,- აღნიშნა კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილი პოლიტპატიმარია და ამის აღიარება ხელისუფლებას მოუწევს
შემდეგი სტატიარუსეთის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერები დაინგრევა მომავლის იმედით- პრეზიდენტები საოკუპაციო ხაზთან