„რეჟიმი გვწამლავს, ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას” – საპროტესტო აქცია “რუსთაველის გამზირზე”

თბილისში ფართომასშტაბიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. „თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს“ – სკანდირებენ აქციის მონაწილეები.

ასევე ითხოვენ საერთაშორისო გამოძიებას BBC-ის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებით.  „რეჟიმი გვწამლავს, ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას” – წერია ბანერზე.

აქციის მონაწილეთა ნაწილი თსუ-ის კორპუსთან შეიკრიბა, საიდანაც მსვლელობით შეუერთდა ფილარმონიასთან შეკრებილებს. ამ წუთებში პროტესტის მონაწილეები მელიქიშვილის გამზირის გავლით რუსთაველზე, პარლამენტის შენობის მიმართულებით მიდიან.

აქციის მონაწილეებმა სამართალდამცველებს მიმართეს, რომ აქციის გამართვის საშუალება მიეცეთ. ისინი ავტობუსის ზოლსა და ტროტუარზე გადაადგილდებიან.

banner
წინა სტატიაშიაქციის მონაწილეები დღეს მზრუნველობამოკლებული ბავშვებისთვის საჩუქრებს, ხოლო სინდისის პატიმრებისთვის წერილებს შეაგროვებენ
შემდეგი სტატია“საქმეში რაიმე სახის აუდიო ან ვიდეო ჩანაწერი არ არსებობს” – რას ამბობს ადვოკატი მტკიცებულებებზე?!