“რეჟიმი გადადის ისტერიულ რეპრესიაზე, იზოლაციაზე, რომელიც ყველა მონაცემით არის კლასიკური ნიშანი სისუსტის” – სალომე ზურაბიშვილი

“რეჟიმი გადადის ისტერიულ რეპრესიაზე, იზოლაციაზე, რომელიც ყველა მონაცემით არის კლასიკური ნიშანი სისუსტის”, – ამის შესახებ განცხადებას, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “რუსთაველის გამზირზე” მიმდინარე საპროტესტო აქციიდან აკეთებს.

როგორც ზურაბიშვილი აღნიშნავს, “ოცნების” ხელისუფლება ადრე, თუ გვიან აუცილებლად დამარცდება.

“არავის გამოუგონია როგორ უნდა დაამარცხო დიქტატურა და რუსეთი ერთად, მაგრამ ეს დამარცხებაც მოვა. მთავარია, ეს ხალხი დგას თუ არ დგას და ბოლომდე თუ დგას და ამას აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა.

ჩანს, რომ რეჟიმი გადადის ისტერიულ რეპრესიაზე, იზოლაციაზე, რომელიც ყველა მონაცემით არის კლასიკური ნიშანი სისუსტის. კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალის ნიშანი, რომელსაც ვერავინ ვერაფერს უზამს, როცა ხალხი თავისას ამბობს, ამას წინ ვერავინ აღუდგება. ერთად ვდგავართ და ერთად ვიდგებით ბოლომდე, – თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

banner
წინა სტატიაშისპეცრაზმი კობახიძის ადმინისტრაციის ეზოში – კანცელარიის შიდა პერიმეტრს საპატრულო და კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებიც იცავენ
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირი გადაიკეტა – პროტესტის 365 დღესაც მოქალაქეები ისევ დედაქალაქის მთავარ გამზირზე დგანან