5.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მარტი 16, 2026
banner

რეზა ფეჰლევი ირანელ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და მზადაა ომში ჩაერთოს

ირანში ვითარება ხამენეის გარდაცვალების შემდეგ კვლავ უკიდურესად დაძაბულია. პოლიტიკური ტრანზიციის ფონზე განცხადება გააკეთა ირანის ბოლო შაჰის ვაჟმა, რეზა ფეჰლევმა, რომელმაც მიმდინარე მოვლენები რეჟიმის დასრულების შანსად შეაფასა. ფეჰლევის თქმით, ხამენეის სიკვდილი შესაძლოა ისტორიული გარდატეხის მომენტი იყოს.

ეს საოცარი მოვლენაა იმ გაგებით, რომ ადამიანებმა ამ რეჟიმის მთელი საშინელება ამოიცნეს და საბოლოოდ მონსტრებს შორის მთავარი მონსტრი გამოვლინდება. ხამენეი მოკვდა. ახლა ალბათ ყველა ფიქრობს, “ღმერთო, როგორც იქნა ეს მოხდა!”. შეიძლება ახლა სწორედ ეს მომენტი იყოს ჩვენი შანსი. ის მონსტრი იყო, რადგან მას შედეგ, რაც ის ხელისუფლებაში მოვიდა, თასობით ირანელის სიცოცხლე იმსხვერპლა. არ მგონია, რომ ირანის ისტორიაში არსებობდეს ამ მასშტაბის მკვლელობები და სისასტიკის სხვა მაგალითები. ეს ყველაფერი მოხდა ხამენეის დაჟინებული სურვილის გამო, ხალხის დაჟინების ხარჯზე შეენარჩუნებინა ძალაუფლება. არ ვიცი სვა სიტყვით როგორ შეიძლება ამის აღწერა – ისინი ტირანები არიან, ამ სიტყვის სრული გაგებით. ის, რაც ახლა ხდება, ირანელებისთვის ჰუმანიტარული ჩარევის ტოლფასია. სხვა შემთხვევაში შესაძლებელი იყო, ისევ გაგრძელებულიყო მკვლელობები. ეს პროცესები ირანელებს რეალურ შესაძლებლობებს აძლევს. ჩვენ მზად ვიყავით ამ ბრძოლისთვის ირანის რეჟიმთან. ირანელები მადლობას უხდიან პრეზიდენტ ტრამპს დახმარებისთვის. ნამდვილად მჯერა, რომ შესაძლებელია ამ რეჟიმის დამხობა, – თქვა შაჰის ვაჟმა.

ფეჰლევი ამბობს, რომ არ ესწრაფვის მუდმივ ძალაუფლებას და საკუთარ მისიად გარდამავალი პროცესის მართვას ხედავს.

მე არ მინდა თანამდებობა, მე მენდობიან ირანელები. მათ სურთ, რომ მე ვიყო გარდამავალი ლიდერი და არა მომავალი მეფე ან პრეზიდენტი. მე ახლა ერთადერთი მისია მაქვს – მივიყვანო ქვეყანა იმ ეტაპზე, რომ ადამიანებმა არჩევანის გაკეთება თავად შეძლონ.

დიახ, მე მჯერა მშვიდობის მიღწევის ისრაელთანაც. ვფიქრობ, დღეს ირანელებს 4 მთავარი პრინციპი გვაერთიანებს: პირელი ირანის ტერიტორიული მთლიანობაა, მეორე – რელიგიისგან სახელმწიფოს გამიჯვნა, რაც დემოკრატიის წინაპირობაა. ჩვენ უკვე ვიცით, როგორია ცხოვრება რელიგიური დიქტატურის ქვეშ. მესამე – მოქალაქეები თანასწორობა კანონის წინაშე და ყველაზე მთავარი, პროცესი, როცა ადამიანები დემოკრატიულად გადაწყვეტენ და აირჩევენ მათ, ვინც ან რაც სურთ, – თქვა ფეჰლევმა.

ფეჰლევი ბირთვული პროგრამის სრულ დაშლასაც ემხრობა და მადლობას უხდის აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მხარდაჭერისთვის.

მე ვფიქრობ, რომ ბირთვული იარაღის პროგრამა სრულად უნდა დაიშალოს.არ მგონია, რომ ირანს ამის საჭიროება აქვს. ჩემი მესიი ტრამპისთვის არის შემდეგი: მე აქ ვარ და მზად ვარ, შევუერთდე მილიონობით ირანელის ბრძოლას, რათა მადლობა გადავუხადო მას რაც გააკეთა. ტრამპი ისტორიაში შევა როგორც ლიდერი, რომელმაც ირანში თამაშის წესები შეცვალა და შეცვალა მსოფლიო. ეს მარტივი არ არის. არ ველოდები, რომ უცხო ქვეყნის ლიდერის სრული მხარდაჭერა მექნება. ვიცი, რომ მენდობიან ირანელები, – ამბობს რეზა ფეჰლევი.

ირანში ვითარება მკვეთრად გამწვავდა მას შემდეგ, რაც აშშ-მ და ისრაელმა ქვეყნის სამხედრო და პოლიტიკურ სამიზნეებზე მასშტაბური იერიშები განახორციელეს. დარტყმების შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი და რამდენიმე მაღალი რანგის სამხედრო და პოლიტიკური ფიგურა.

ისრაელის თავდაცვის ძალებმა თეირანზე დარტყმების ახალი ტალღაც დაადასტურეს, აცხადებენ, რომ ოპერაცია მიმართულია ირანის სარაკეტო და სამხედრო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ. ირანში აცხადებენ, რომ იერიშებს მშვიდობიანი მოსახლეობაც ემსხვერპლა.

ხამენეის სიკვდილის შემდეგ ქვეყანაში გარდამავალი მმართველობა ამოქმედდა, ხოლო ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა აშშ-ისა და ისრაელის წინააღმდეგ მკაცრი საპასუხო ქმედებები დააანონსა.

რეგიონში უსაფრთხოების ვითარება უკიდურესად დაძაბულია.

banner
წინა სტატიაშიისარგებლეთ საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდით iPlus-ში და მიიღეთ 150 ლარიანი ქეშბექი
შემდეგი სტატიარამდენი ადამიანი ემსხვერპლა საომარ მოქმედებებს ახლო აღმოსავლეთში- მონაცემები ამ დროისთვის