“მსოფლიომ დაინახა თქვენი გამბედაობა და გაიგო თქვენი ხმა”, – ამ სიტყვებით მიმართავს ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი თანამოქალაქეებს.
რეზა ფეჰლავი, ხალხს ასევე, ბრძოლის გაგრძელებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ყურადღება მიაქციონ დამნაშავეების სახელებს.
„ჩემო თანამემამულე ირანელებო, როგორც წინა მიმართვაში ვთქვი, მსოფლიომ დაინახა თქვენი გამბედაობა და გაიგო თქვენი ხმა. ახლა ისინი მოქმედებენ. თქვენ ალბათ გსმენიათ აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი: დახმარება გზაშია. განაგრძეთ ბრძოლა. არ მისცეთ რეჟიმს უფლება, რომ ეს ნორმალიზდეს. ამდენი სისხლისღვრის შემდეგ, სისხლის ოკეანე დევს ჩვენსა და ამ რეჟიმს შორის. ყურადღება მიაქციეთ დამნაშავეების სახელებს. ისინი სამართლიანობის წინაშე წარდგებიან”, – ამბობს ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი.
ფეჰლავი, ასევე, ირანის სამხედრო დანაყოფებს მიმართავს და მათ მოუწოდებს, რომ თანამოქალაქეებს შეუერთდნენ.
“თქვენ ხართ ირანის ეროვნული არმია და არა ისლამური რესპუბლიკის. თქვენი მოვალეობაა დაიცვათ თქვენი თანამოქალაქეები. დრო იწურება. შეუერთდით ხალხს, ახლავე”, – თქვა მან.















