ირანის უკანასკნელი შაჰის მემკვიდრის, რეზა ფეჰლავის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მიერ ირანის მამაცი ხალხისთვის აღთქმული დახმარება უკვე ადგილზეა.
“ეს არის ჰუმანიტარული ინტერვენცია და მისი სამიზნე ისლამური რესპუბლიკა, მისი რეპრესიული აპარატი და მკვლელი მანქანაა — და არა ქვეყანა ან ირანის დიდებული ერი.
თუმცა, ამ დახმარების მიუხედავად, საბოლოო გამარჯვებას მაინც ჩვენ მივაღწევთ. სწორედ ჩვენ, ირანელი ერი, დავასრულებთ დაწყებულ საქმეს ამ გადამწყვეტ ბრძოლაში.
ქუჩებში დაბრუნების დრო ახლოსაა.
იყავით ფხიზლად და მზადყოფნაში, რათა შესაფერის დროს — რის შესახებაც ზუსტად შეგატყობინებთ — გამოხვიდეთ ქუჩებში საბოლოო მოქმედებისთვის.
ჩვენ ძალიან ახლოს ვართ საბოლოო გამარჯვებასთან. მსურს, რაც შეიძლება მალე თქვენ გვერდით ვიყო, რათა ერთად დავიბრუნოთ ირანი და აღვადგინოთ იგი”,_ აცხადებს ფეჰლავი.


















