რევაზ არველაძე : საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილს მეც ადვილად მოვუგებ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე მიიჩნევს, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მოქმედ პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს დაამარცხებდა.
„დარწმუნებული ვარ, თუ საკუთარ კანდიდატურას დააყენებს გიორგი მარგველაშვილი, მეც რომ დავაყენო ჩემი კანდიდატურა, ადვილად მოვუგებ. მე ვარ ძლიერი. რაც შეეხება ღლაპების ხსენებას, როგორ შეიძლება, ამაზე რაიმე კომენტარი გააკეთო? ეს იმაზეა დამოკიდებული, ადამიანი როგორ არის გაზრდილი, ღლაპების თქმა ადამიანის შინაგან კულტურაზე მეტყველებს“, – განაცხადა არველაძემ.
რევაზ არველაძე პრეზიდენტის სასახლის საკითხსაც გამოეხმაურა. მისი განცხადებით, უკვე ნათქვამია, რომ საქართველოს პრეზიდენტს ამხელა სასახლე არ სჭირდება.
„განსაზღვრული იყო, სასახლე სად უნდა ყოფილიყო გადატანილი. მიხეილ სააკაშვილმა გადაწყვიტა, სასახლე გრანდიოზული ყოფილიყო და საქართველოს პრეზიდენტის მოქმედი სასახლე უფრო დიდია, ვიდრე თეთრი სახლი ამერიკაში. არ ვიცი, შემდეგი პრეზიდენტი რას გადაწყვეტს და მისი რეზიდენცია სად იქნება, მაგრამ სავსებით საკმარისია თბილისში, ათონელის ქუჩაზე არსებული სასახლე“, – დასძინა რევაზ არველაძემ.
გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მის მონაწილეობაზე პასუხის გაუცემლობით ეხმარება როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას. მისი თქმით, დღეს რომ არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განაცხადოს, „ქართული ოცნება“ შეარჩევს კანდიდატს, რომელიც შემდგომში ყველაზე სუსტი და მორჩილი პრეზიდენტი იქნება.

banner
წინა სტატიაშიზვიად კუპრავა : ვიწყებთ მოძრაობას იმ ადამიანებისთვის, ვინც ფიქრობს, რომ სახელმწიფომ დაჩაგრა, მასზე იძალადა და მოტყუებულია
შემდეგი სტატიაშსს-ს პოლიციის აკადემიაში უმაღლესი განათლების კომპონენტი უქმდება