25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

Reuters: ვენესუელაში დაღუპულთა რიცხვი 1 500-ს მიუახლოვდა

Reuters-ის ინფორმაციით, ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1 450-მდე გაიზარდა.

ვენესუელის ეროვნული ასამბლეის პრეზიდენტმა, ხორხე როდრიგესმა განაცხადა, რომ დაშავებულია 3 150 ადამიანი, 12 721 იძულებით გადაადგილდა, დაინგრა 774 შენობა.

სამაშველო ოპერაციები გრძელდება. მაშველებმა კვირას, დანგრეული შენობის ნანგრევებიდან მამა და მისი შვილი ცოცხლები ამოიყვანეს.

შეგახსენებთ, ვენესუელაში ზედიზედ ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. პირველი, 7.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა კარაკასის დასავლეთით დაფიქსირდა, ხოლო მას სულ რაღაც 39 წამის შემდეგ უფრო ძლიერი მიწისძვრა მოჰყვა, რომლის სიმძლავრემ 7.5 მაგნიტუდა შეადგინა.

banner
წინა სტატიაშიდრონებით თავდასხმის შემდეგ, ოკუპირებული ყირიმი, ხერსონი და დონეცკი ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ
შემდეგი სტატიაისრაელი: ჩვენმა სამხედროებმა ლიბანის სამხრეთით მდებარე სოფელში დაჯგუფება „ჰეზბოლას“ მიწისქვეშა ინფრასტრუქტურა გაანადგურეს