Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინული დრონების თავდასხმის შემდეგ, რუსეთში პერმში ЛУКОЙЛ-ის ერთ-ერთი მთავარი ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მუშაობა შეჩერდა.
პერმში ЛУКОЙЛ-ის ერთ-ერთი საკვანძო აქტივი და რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა უკრაინამ 21 აგვისტოს დაბომბა.
Reuters-ის ცნობით, 21 აგვისტოს უკრაინული დრონების შეტევის დროს დარტყმის ქვეშ მოჰყვა CDU-4 დანადგარი, რომელზეც ქარხნის სიმძლავრის თითქმის 40% მოდის. ის დღე-ღამეში დაახლოებით 14 ათას ტონა ნავთობს გადაამუშავებდა. წინასწარი შეფასებებით, შეკეთებას რამდენიმე კვირა დასჭირდება. ამასთან, კიდევ ერთი მსხვილი დანადგარი – CDU-5, რომელიც ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის სიმძლავრის კიდევ 34%-ს უზრუნველყოფს – წინა შეტევის შემდეგ, 29 ივლისიდან მოყოლებული უფუნქციოდაა.
ЛУКОЙЛ-ის ამ ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის საპროექტო სიმძლავრე წელიწადში 13,1 მილიონ ტონა ნავთობს შეადგენს.
















