14.8 C
Tbilisi
სამშაბათი, მაისი 12, 2026
banner

Reuters: ტრამპი უკმაყოფილოა ომის დასრულების შესახებ ირანის უახლესი წინადადებით

დონალდ ტრამპი ომის დასრულების შესახებ ირანის უახლესი წინადადებით უკმაყოფილოა, – Reuters-ის ინფორმაციით, ამის შესახებ აშშ-ის ოფიციალურმა პირმა განაცხადა.

გამოცემა განმარტავს, რომ ირანის უახლესი წინადადება ითვალისწინებს ირანის ბირთვული პროგრამის განხილვის გადადებას მანამ, სანამ ომი არ დასრულდება და სპარსეთის ყურიდან გადაზიდვებთან დაკავშირებული დავები არ მოგვარდება.

დონალდ ტრამპსა და მის მრჩევლებს შორის გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმირებული ამერიკელი ოფიციალური პირის თქმით, რომელმაც მედიასთან ანონიმურობის პირობით ისაუბრა, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ამ შეთავაზებამ აშშ დააკმაყოფილოს, რადგან ის მიიჩნევს, რომ ბირთვული საკითხები თავიდანვე უნდა განიხილებოდეს. სწორედ ამ მიზეზით, დონალდ ტრამპი უკმაყოფილოა ირანის წინადადებით.

Reuters-ი წერს, რომ სამშვიდობო ძალისხმევის განახლების იმედი გაქრა მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა მისი სპეციალური წარმომადგენლის, სტივ უიტკოფისა და სიძის, ჯარედ კუშნერის პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადში შაბათ-კვირას დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა, სადაც ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი შაბათ-კვირას ორჯერ იმყოფებოდა. არაღჩი ასევე ეწვია ომანს, ხოლო ორშაბათს რუსეთს, სადაც პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდა და მისგან მხარდაჭერა მიიღო.

banner
წინა სტატიაშიუკრაინული მედია: რუსებმა ზაპოროჟიეს, ხერსონსა და დნეპროპეტროვსკის ოლქებს დაარტყეს
შემდეგი სტატიაკახეთის პოლიციამ ყოფილი მეუღლის მიმართ ჩადენილი სხვადასხვა დანაშაულებისთვის ერთი პირი დააკავა