Reuters: თბილისში ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით ათობით ათასი ადამიანი შეიკრიბა

 

REUTERS-ის ინფორმაციით, თბილისის დედაქალაქში ანტისამთავრობო მიტინგზე 20 000 ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც მოითხოვდნენ მთავრობისგან ვადამდელ არჩევნებს.

პროტესტი გამოძახილია პარლამენტის მიერ პროპორციული საარჩევნო ცვლილების ჩაგდებასთან დაკავშირებით.

სტატიაში ხაზგასმულია, რომ პარლამენტის კანონმდებლების ნახევარი სწორედ მაჟორიტარული წესითაა არჩეული.

REUTERS-ის თქმით, კონსტიტუციური შესწორება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ჩავარდა ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ხმის არ მიცემის შემდეგ. საკანონმდებლო ცვლილებას 12 ხმა დააკლდა ქართული ოცნების დეპუტატების მხრიდან, რომელთაც საფრთხე იგრძნეს, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებში დაკარგავდნენ მანდატებს ახალ სისტემაზე გადასვლის შემთხვევაში.

ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის ხელმძღვანელები გაერთიანდნენ ბიძინა ივანიშვილის მმართველობის წინააღმდეგ, რომლებიც ერთიანად ითხოვენ პროპორციულ ვადამდელ არჩევნებს, ამჟამინდელი მთავრობის გადაყენებას და დროებითი მთავრობის შექმნას.

„ჩვენ არ მივცემთ პარლამენტს მუშაობის საშუალებას… საკანონმდებლო ორგანოს კარები გაიღება მაშინ, როდესაც ივანიშვილი დანებდება“,- განაცხადა ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგი უგულავამ.

„პარლამენტის ყველა შესასვლელი იქნება ბლოკირებული“,- აცხადებენ აქტივისტები.

banner
წინა სტატიაშიეროვნულ დემოკრატიული პარტიის წევრებმა პარლამენტის შესასვლელთან კარავი გაშალეს
შემდეგი სტატიაპარლამენტის უკანა შესასვლელთან „ძალა ერთობაშიას“ წარმომადგენლებმა სამშენებლო ნაგავი მიიტანეს