Reuters: სირიაში საავადმყოფოს დაბომბვას 27 მშვიდობიანი მოქალაქე შეეწირა

სირიის ქალაქ აპელოში მინიმუმ 27 ადამიანი დაიღუპა საავადმყოფოზე ავიადარტყმის შედეგად, მათ შორის არის სამი ბავშვი და ქალაქში დარჩენილი უკანასკნელი პედიატრი – Reuters-ი წერს.
ალ-კუდსის საავადმყოფო საერთაშორისო ორგანიზაცია “ექიმები საზღვრებს მიღმას” მხარდაჭერით მუშაობდა.

როგორც სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის მონიტორინგის ჯგუფი იტყობინება, სამედიცინო დაწესებულება ბოევიკების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობდა. სირიის არმია უარყოფს, რომ თავდასხმა მათ განახორციელეს.
საერთაშორისო ორგანიზაცია წითელი ჯვრისა მონაცემებით, აპელოში ხალხი უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს. “სადაც არ უნდა იმყოფებოდე, თქვენ გეხმით ჭურვების და თვითმფრინავების ხმა, რომელიც შენს თავზე დაფრინავენ… ქალაქში ყველაფერი დანგრეულია. ხალხს ეშინია, არავინ იცის, რა იქნება მომავალში” – განაცხადა “წითელი ჯვრის” წარმომადგენელმა.

Reuters-ის მონაცემებით, უკანასკნელი 6 დღის განმავლობაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე დაახლოებით 91 მშვიდობიანი მოსახლე დაიღუა, სირიის არმიის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე კი – 49.

სირიაში სამოქალაქო ომი 2011 წლიდან მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაფხაზური ოპოზიცია დე-ფაქტო მთავრობის გადაყენებას მოითხოვს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩიქოვანი ქალაქ ზუგდიდისთვის იბრძოლებს