Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთში მდებარე სარატოვის ნავთობგადამამუშავებელმა ქარხანამ უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატების მორიგი იერიშის შემდეგ ფუნქციონირება შეაჩერა. გამოცემა აღნიშნულ ცნობას ოფიციალური წყაროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
უკრაინული დრონები ნავთობის პირველადი გადამუშავების ერთადერთ დანადგარს მოხვდა, რომლის საწარმოო სიმძლავრე დღეში 20 000 მეტრულ ტონას შეადგენს.
აღნიშნული ქარხანა მიმდინარე წლის 8 ივლისს დაიბომბა.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ობიექტმა მუშაობა შეწყვიტა — მანამდე ქარხანამ ფუნქციონირება მარტსა და მაისში მომხდარი უკრაინული თავდასხმების შემდეგაც შეაჩერა.
















