Reuters-ის ინფორმაციით, რუსეთმა შეერთებულ შტატებს წარუდგინა მოთხოვნების სია, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებასა და ვაშინგტონთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენას. ოფიციალური პირების განცხადებით, მოთხოვნების სია “ფართოა” და წარსულში უკრაინის, აშშ-ისა და ნატოსთვის წაყენებულ პირობებს ჰგავს.
შეთავაზებული პირობები მოიცავს:
• უკრაინის ნატოში არ მიღების სურვილის ოფიციალურ დაფიქსირებას ,
• ომის დასრულების შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე უცხოელი სამხედროების ან სამშვიდობო ძალების არ განლაგებას,
• რუსეთის პრეტენზიის საერთაშორისო აღიარებას ყირიმზე, ასევე დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონებზე, რომლებიც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს.