25.6 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 20, 2026
banner

Reuters: რომის პაპი ესპანეთში ჩავიდა

Reuters-ის ინფორმაციით, რომის პაპი ესპანეთში ჩავიდა.

ლეო XIV-მ ესპანეთში ოფიციალური ვიზიტი დაიწყო, რომელიც 6-დან 12 ივნისამდე გაგრძელდება. პაპი მადრიდში ესპანეთის მეფე ფილიპე VI-სა და დედოფალ ლეტიციას შეხვდა.

„დღეს, პოლარიზაციის გაღვივების ხარჯზე პოპულარობის მოპოვების ცდუნება იზრდება და ადამიანური ღირსების შელახვა გრძელდება. ყველას მოვუწოდებ, გვერდზე გადადეთ თქვენი საზოგადოებრივი რეალობისა და ისტორიის გამყოფი და პოლარიზაციის გამომწვევი ნარატივები“, – განაცხადა რომის პაპმა სამეფო სასახლეში სიტყვით გამოსვლისას.

ორშაბათს რომი პაპი ესპანეთის პრემიერ-მინისტრს პედრო სანჩესს შეხვდება და პარლამენტში სიტყვით გამოვა.

ესპანეთში ვიზიტის ფარგლებში რომის პაპი ბარსელონასა და კანარის კუნძულებს ეწვევა, სადაც მიგრანტებს შეხვდება.

banner
წინა სტატიაშისომხეთში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ოპოზიციური პარტიის 6 წევრი დააკავეს
შემდეგი სტატიაირაკლი ქადაგიშვილი: ოპოზიციაში არსებული დაპირისპირება მიუთითებს იმას, რომ მათ ქართულ პოლიტიკაში პერსპექტივა არ გააჩნიათ