23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

Reuters: ქარხნებზე უკრაინული დარტყმების შემდეგ, რუსეთი აზიიდან ბენზინის იმპორტს იწყებს

Reuters-ის ინფორმაციით, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების შემდეგ რუსეთი აზიიდან ბენზინის იმპორტირებას იწყებს.

გავრცელებული ცნობით, რუსეთი დიდი ხნის განმავლობაში პირველად დაიწყებს ბენზინის საზღვაო გზით იმპორტირებას, რათა ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე უკრაინული დარტყმების შედეგად გაჩენილი დეფიციტი აანაზღაუროს.

როგორც Reuters იუწყება, ბენზინი რუსეთის ერთ-ერთ დასავლეთ პორტში უნდა მიიტანონ აზიის ქვეყნიდან. წყაროებმა არ დააზუსტეს კონკრეტულად რომელიც ქვეყნიდან იქნება ბენზინი. გასულ წელს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დარტყმების შემდეგ, რუსეთის ხელისუფლება ბენზინის ჩინეთში, სინგაპურსა და სამხრეთ კორეაში შეძენას განიხილავდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთმა ასევე მნიშვნელოვნად გაზარდა საწვავის ბელარუსიდან იმპორტი. მოსკოვმა ასევე ბენზინი მოსთხოვა ყაზახეთს, მაგრამ არც ბელარუსს და არც ყაზახეთს არ გააჩნია საკმარისი სიმძლავრეები, რათა საგრძნობლად შეავსონ რუსული ბაზარი.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს რკინიგზის” საქმეზე ბრალდებულებს, მათ შორის დავით ფერაძეს დაუსწრებლად, პატიმრობა შეეფარდათ
შემდეგი სტატია“ახალ ბულვარში პლაჟი აღარ არის” — გეომორფოლოგი ბათუმის სანაპიროს წარეცხვის საფრთხეზე