29.4 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

Reuters: ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე მისი მემკვიდრე მოჯტაბა არ გამოჩენილა

აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას მისი სამი ვაჟი დაესწრო, მისი მემკვიდრე მოჯტაბა არ გამოჩენილა.

Reuters-ის ინფორმაციით, სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა კადრები, როგორ ლოცულობდა ხამენეის სამი ვაჟი – მოსტაფა, მეისამი და მასუდი თეირანის იმამ ხომეინის დიდი მოსალას უზარმაზარ ეზოში დასვენებული კუბოების უკან. თუმცა, კადრებში არ გამოჩენილა ირანის ახალი უზენაესი ლიდერი – მოჯტაბა.

Reuters-ი წერს, რომ 28 თებერვალს აშშ – სა და ისრაელის მიერ ირანში განხორციელებული დარტყმების შემდეგ მოჯტაბა ხამენეი საჯაროდ არ გამოჩენილა და არც მისი ფოტო გამოქვეყნებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ის მძიმედ დაიჭრა 28 თებერვალს მომხდარი თავდასხმის დროს, რომლის დროსაც მისი მამა და ოჯახის სხვა წევრები დაიღუპნენ. Reuters-ს მოჯტაბა ხამენეის ახლო გარემოცვის წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომ მას სახე დასახიჩრებული აქვს და ერთი ან ორივე ფეხი მნიშვნელოვნად აქვს დაზიანებული.

ირანში ყოფილი უზენაესი ლიდერის დაკრძალვის ცერემონია გრძელდება. ორშაბათს, თეირანის ცენტრში მასშტაბური მსვლელობა გაიმართება, რის შემდეგაც აიათოლა ალი ხამენეის ცხედარს ყუმის სასულიერო სემინარიაში გადაისვენებს, რომელიც ირანის შიიტური იერარქიის ცენტრია, იქიდან კი ოთხშაბათს ერაყში გადაასვენებენ შიიტების წმინდა სალოცავ ქალაქებში, ნაჯაფსა და კერბალაში. ხუთშაბათს აიათოლა ალი ხამენეის ცხედარს ირანში დააბრუნებენ და ქალაქ მაშჰადში დაკრძალავენ.

banner
წინა სტატიაშიმედიის წარმომადგენლები ელისო კილაძისთვის შეეზღუდვების მოხსნას და სასამართლო პროცესების გახსნას ითხოვენ
შემდეგი სტატიაარასრულწლოვანი, რომელსაც დედოფლისწყაროში სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელი დაეჯახა, კლინიკაში გარდაიცვალა