20.5 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 14, 2026
banner

Reuters: კაია კალასი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, საქართველოდან და მოლდოვადან კი ჯარების გაყვანას ითხოვს

Reuters-ის ინფორმაციით, ევროკავშირის მინისტრები რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების სტრატეგიას განიხილავენ – კაია კალასი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, საქართველოდან და მოლდოვადან კი ჯარების გაყვანას ითხოვს.

გამოცემის ინფორმაციით, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები კვიპროსში დაგეგმილ ხვალინდელ არაფორმალურ შეხვედრაზე რუსეთთან შესაძლო მოლაპარაკებების წინაპირობებს განიხილავენ.

წყაროების ცნობით, ევროკავშირის ხედვას მოთხოვნებთან დაკავშირებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასი წარადგენს.

ევროპელმა ოფიციალურმა პირმა გამოცემას განუცხადა, რომ კალასის მოთხოვნები უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას, მოლდოვასა და საქართველოში რუსეთის ჯარების ყოფნის აკრძალვას, ასევე, რუსეთის მიერ ევროპის წინააღმდეგ კიბერ მოქმედებების, დრონებისა და დეზინფორმაციული აქტივობების დასრულებას მოიცავს.

ამასთან, ერთ-ერთი დიპლომატის თქმით, მოთხოვნებთან დაკავშირებით ევროპული კონსენსუსი არ არსებობს.

„უკრაინის მხარდაჭერა კვლავ ძლიერია, მაგრამ არ არსებობს ერთიანობა იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს რუსეთთან მომავალი ურთიერთობების მიმართ მიდგომა“, – აღნიშნა დიპლომატმა.

banner
წინა სტატიაშიმაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაგია ხუხაშვილი: ნორმალურ ქვეყანაში მინიმუმ შს მინისტრი გადამდგარი იქნებოდა