Reuters – ჯო ბაიდენი ოსმალეთის იმპერიის მიერ სომხების გენოციდის ოფიციალურად აღიარებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, პირველი მსოფლიო ომის დროს ოსმალეთის იმპერიის მიერ სომეხთა მასობრივი მკვლელობის გენოციდად ოფიციალურად აღიარებას გეგმავს, – ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი სანდო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

სააგენტოს განუცხადეს, რომ ბაიდენი 24 აპრილს, მსხვერპლთა მოხსენიების დღეს, სიტყვა „გენოციდის“ გამოყენებას აპირებს.

„ჩემი ინფორმაციით, პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება და გამოიყენებს სიტყვა „გენოციდს“ შაბათის განცხადებაში”, – აღნიშნა ერთ-ერთმა წყარომ, თუმცა მან არ გამორიცხა ისიც, რომ თურქეთთან ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობის გათვალისწინებით, ბაიდენმა ამ ტერმინის გამოყენება ბოლო წუთს გადაიფიქროს.

აღსანიშნავია, რომ 1 წლის წინ, მაშინ როდესაც ჯო ბაიდენი პრეზიდენტობის კანდიდატი იყო, მან ოსმალეთის იმპერიის დროს დახოცილი 1.5 მილიონი სომეხი მამაკაცი, ქალი და ბავშვი ახსენა და აღნიშნა, რომ ამ მკვლელობების გენოციდად აღიარების მცდელობებს მხარს დაუჭერდა.

banner
წინა სტატიაშიევროპარლამენტარები – მოვუწოდებთ დარჩენილ ოპოზიციურ პარტიებსა და პარლამენტის ცალკეულ წევრებს, გამოავლინონ იგივე სიმამაცე
შემდეგი სტატიასაქართველოში ბოლო 24 საათში კორონავირუსით ათი პაციენტი გარდაიცვალა