Reuters – ისრაელის თავდაცვის ძალებმა, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიას სახლი დაბომბა

ისრაელის თავდაცვის ძალებმა, „ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიას სახლი დაბომბა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი არაბულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არაბული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ისრაელმა უპილოტო საფრენი აპარატის გამოყენებით ისმაილ ჰანიას სახლზე საჰაერო შეტევა განახორციელა.

ჯერჯერობით უცნობია, იმყოფებოდნენ თუ არა ჰანიას ოჯახის წევრები სახლში.

მედიის ინფორმაციით, „ჰამასის“ პოლიტიკური ლიდერი, ისმაილ ჰანია კატარში ცხოვრობს.

banner
წინა სტატიაშიაშშ უკრაინას 425 მილიონი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს
შემდეგი სტატიასაქართელოდან აშშ-ში წითელი ცირკულარით ძებნილის ექსტრადიცია განხორციელდა – პროკურატურა