25.3 C
Tbilisi
ოთხშაბათი, ივლისი 22, 2026
banner

Reuters – ისრაელი და “ჰეზბოლა” ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ

reuters-ის ინფორმაციით, ამერიკელი მაღალჩინოსანი აცხადებს, რომ ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ, რომელიც დღეს, ადგილობრივი დროით, 16:00 საათზე ამოქმედდა.

„ჰეზბოლა“ და ისრაელი შეთანხმდნენ ცეცხლის შეწყვეტაზე“, – განაცხადა ოფიციალურმა პირმა და დასძინა, რომ ამერიკელმა და კატარელმა მომლაპარაკებლებმა შეთანხმება ირანის დახმარებით შეიმუშავეს.

„დღეს დილით ერთმანეთის წინააღმდეგ ცეცხლის გახსნის შემდეგ, ისრაელი და „ჰეზბოლა“ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმში არიან“, – აღნიშნა ამერიკელმა მაღალჩინოსანმა.

banner
წინა სტატიაშიიტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ში დაგეგმილი ვიზიტი გააუქმა
შემდეგი სტატიასახალხო დამცველი – ვაფიქსირებ მზაობას, განვახორციელო მონიტორინგი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის უფლების დაცვის მიზნით