9.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, თებერვალი 19, 2026
banner

Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ში შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-ს აღწევს

აშშ-ში ზამთრის შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 38-ს აღწევს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმააციით, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვით გამოწვეული შეფერხებების გამო აშშ-ის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილში 550 000-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე ელექტროენერგიის გარეშე რჩება.

ნიუ-იორკის მერმა, ზოჰრან მამდანიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 10 ადამიანი ქუჩებში გარდაცვლილი იპოვეს.

„ჯერჯერობით, არ ვიცით, ყველა შემთხვევა ჰიპოთერმიას უკავშირდება თუ არა, მაგრამ ყველა ნიუ-იორკელი მზადყოფნაში უნდა იყოს“, – აღნიშნა მამდანიმ.

ასევე, მამდანის თქმით, დაახლოებით 500 უსახლკარო პირი, რომლებიც ქუჩებსა და მეტროში ცხოვრობენ, პოლიციამ თავშესაფრებში გადაიყვანა.

უამინდობის გამო, სამშაბათს აშშ-ში დაახლოებით 2190 ავიარეისი გაუქმდა და 4630-ზე მეტი გადაიდო.

აშშ-ის ეროვნული მეტეოროლოგიური სამსახურის ინფორმაციით, დაბალი ტემპერატურა მიმდინარე კვირის ბოლომდე და მომდევნო კვირის დასაწყისშიც შენარჩუნდება.

banner
წინა სტატიაშირუსებმა უკრაინის რეგიონებს დრონებითა და ბალისტიკური რაკეტებით შეუტიეს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ, ღუდუშაურს სახელმწიფო – პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე ბრალდება წარუდგინა