6.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 12, 2026
banner

Reuters-ის ინფორმაციით, ახლო აღმოსავლეთში ათასობით ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე ჩავიდა

Reuters-ი წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ელიტური 82-ე ჰაერსადესანტო დივიზიის ათასობით ჯარისკაცი ახლო აღმოსავლეთში ჩავიდა.

პარაშუტისტ-მედესანტეები ახლო აღმოსავლეთში უკვე მყოფ ათასობით ამერიკელ სამხედრო მოსამსახურეს შეუერთდნენ.

ასევე, გასულ შაბათ-კვირას ახლო აღმოსავლეთში 2500 საზღვაო ქვეითი ჩავიდა.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ირანში სახმელეთო ოპერაციის დაწყების შესახებ გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის, თუმცა რეგიონში დამატებითი ძალების ყოფნა სამომავლო ოპერაციებისთვის სამხედრო შესაძლებლობებს ზრდის.

ცნობისთვის, დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ირანთან „შეთანხმება მალე არ იქნება მიღწეული, მაშინ აშშ მათ ყველა ელექტროსადგურს, ნავთობის ჭაბურღილსა და ხარგის კუნძულს გაანადგურებს“.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის და ბულგარეთის პრეზიდენტებმა, უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს
შემდეგი სტატიაპროკურატურამ ჯგუფურად წამების, გამოძალვის, ძარცვის, ძალადობის ორგანიზების ფაქტებზე „ფაშისტური-ნაცისტური” იდეოლოგიის მქონე დაჯგუფების 12 წევრს ბრალდება წარუდგინა