16.8 C
Tbilisi
კვირა, აპრილი 19, 2026
banner

Reuters: ირანში აცხადებენ, რომ დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტეს არ გახსნიან

გამოცემა Reuters-ი ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ირანი დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფარგლებში ჰორმუზის სრუტეს არ გახსნის.

ირანელმა მაღალჩინოსანმა გამოცემასთან საუბარში განაცხადა, რომ თეირანმა პაკისტანის შუამავლობით შემუშავებული ცეცხლის შეწყვეტის გეგმა მიიღო და მას განიხილავს, თუმცა დროებითი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების სანაცვლოდ ჰორმუზის სრუტის გახსნაზე უარს აცხადებს.

ასევე, მისი თქმით, ირანი შეთანხმების მიღწევის მიზნით ზეწოლას ან დაკისრებულ საბოლოო ვადებს არ დაემორჩილება. ირანელმა ოფიციალურმა პირმა აღნიშნა, რომ აშშ ცეცხლის მუდმივი შეწყვეტისთვის მზად არ არის.

ირანის საგარეო უწყების პრესსპიკერმა, ესმაილ ბაგაიმ განაცხადა, რომ თეირანმა საკუთარი პოზიციები და მოთხოვნები ჩამოაყალიბა, რომლებიც შუამავლებს გადასცა.

ამასთან, ბაგაის თქმით, „მოლაპარაკებები ულტიმატუმებთან და ომის დანაშაულების ჩადენის მუქარასთან შეუთავსებელია“.

გამოცემა Axios-ის ინფორმაციით, აშშ და ირანი შუამავლების მიერ შემუშავებული ცეცხლის 45-დღიანი შეწყვეტის გეგმას განიხილავენ.

banner
წინა სტატიაშიამერიკის დელეგაცია საქართველოში, სავარაუდოდ, მომავალ კვირას ჩამოვა
შემდეგი სტატიაირანის ხელისუფლებამ ჰორმუზის სრუტეში ერაყული გემებისთვის ყველა სახის შეზღუდვა გააუქმა