8.8 C
Tbilisi
პარასკევი, აპრილი 17, 2026
banner

Reuters – ირანის უზენაესმა ლიდერმა აშშ-თან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზება უარყო

REUTERS-ის ინფორმაციით, ირანის უზენაესმა ლიდერმა აშშ-თან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთავაზება უარყო.

გამოცემის წყაროს ცნობით, თეირანს ორმა შუამავალმა ქვეყანამ აშშ-თან დაძაბულობის დეესკალაციისა და ცეცხლის შეწყვეტის შესახებ წინადადებები გადასცა, თუმცა ირანის ახალმა უზენაესმა ლიდერმა, მოჯთაბა ხამენეიმ შეთავაზებებს უარით უპასუხა.

გარდა ამისა, ირანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, მოჯთაბა ხამენეიმ საგარეო პოლიტიკის საკითხზე გამართულ პირველ სხდომაზე აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ შურისძიების „ძალიან მკაცრი და სერიოზული“ პოზიცია დააფიქსირა.

გავრცელებული ცნობით,  შეხვედრაზე უზენაესმა ლიდერმა განაცხადა, რომ „მშვიდობისთვის შესაფერისი დრო არ არის, ვიდრე აშშ-ისა და ისრაელის დაჩოქება არ მოხდება, ვიდრე ისინი მარცხს არ აღიარებენ და კომპენსაციას არ გადაიხდიან“.

ირანელმა ოფიციალურმა პირმა არ დააკონკრეტა, შეხვედრას ირანის უზენაესი ლიდერი პირადად დაესწრო თუ არა.

banner
წინა სტატიაში“გმირობის საფასური უნდა გადაიხადონ!”- ნინო წილოსანი გახარიას გუნდის ინიციატივასა და აქციის მონაწილეთა ამნისტიას უპირისპირდება
შემდეგი სტატიაშს მინისტრი: სამართალდამცველებმა “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, კიდევ 5 პირს ბრალი წარედგინება