21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

Reuters: ირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში ჩავიდა

ირანის დელეგაცია აშშ-სთან მოლაპარაკებებისთვის შვეიცარიაში ჩავიდა, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ირანის დელეგაცია ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის მოჰამედ ბაგერ ღალიბაფის ხელმძღვანელობით გვიან ღამით ციურიხში ჩაფრინდა.

დელეგაციის შემადგენლობაში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი, ასევე, ირანის უსაფრთხოების, ცენტრალური ბანკისა და ნავთობის სფეროს წარმომადგენლები შედიან.

სავარაუდოდ, დღეს დაგეგმილი მოლაპარაკებები შვეიცარიის კურორტ ბიურგენშტოკში შედგება.

ცნობისთვის, შვეიცარიაში აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილი: საქართველოს პარლამენტიდან გავრილოვის გაძევების ინიციატორი, ელენე ხოშტარია ციხეში ზის, ამით ყველაფერი ნათქვამია
შემდეგი სტატიატრამპი: ჰორმუზის სრუტის გავლისთვის გადასახადი არ დაწესდება