20.8 C
Tbilisi
კვირა, აგვისტო 16, 2026
banner

Reuters: ირანი ჰუსიტების მეშვეობით სუეცის არხში „კარიბჭის” დახურვას გეგმავს

საინფორმაციო სააგენტო Reuters საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ ირანი ჰუსიტების მეშვეობით სუეცის არხში „კარიბჭის” დახურვას გეგმავს.

წყაროების ინფორმაციით, ირანმა იემენის ჰუსიტების მოძრაობას მიმართა თხოვნით, რომ მზად იყვნენ ბაბ-ელ-მანდების სრუტე გადაკეტონ წითელ ზღვაში თუ აშშ დარტყმებს მიიტანს ირანის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე.

სრუტის გადაკეტვის იდეა ირანის ისლამური რესპუბლიკის ხელმძღვანელობაში განიხილებოდა და შესაბამისი მესიჯი ირანის მოკავშირე ჰუსიტებს გადაეცა.

ჰუსიტებთან ახლოს მყოფი წყაროს ინფორმაციით, დაჯგუფებამ მომზადება დაასრულა გემებზე თავდასხმისთვის, და რაკეტები და დრონები განალაგა ბაბ-ელ-მანდების სრუტესთან მახლობლად – იემენის მთიან რეგიონებში, საიდანაც ხოდეიდა და ადენის ყურე ჩანს, და ოპერაციის დაწყებაზე ბრძანებას ელოდება.

წყაროების ინფორმაციით, ირანის “ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის” წარმომადგენლები, რომლებიც იემენში იმყოფებიან, გააკონტროლებენ იმაზე გადაწყვეტილებას თუ როდის დახურონ ბაბ-ელ-მანდების სრუტე.

banner
წინა სტატიაშიშალვა პაპუაშვილი: სქურის მამათა მონასტერი ჩვენი სულიერი მემკვიდრეობის გამორჩეული სიმბოლოა
შემდეგი სტატიაქვეყანაში მოქალაქეების უკანონოდ შეყვანის ბრალდებით ბოსნია-ჰერცეგოვინაში საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს