Reuters: ირანი ბირთვული იარაღის წარმოებისა და შეძენის შესახებ აშშ-ის პირობებს დათანხმდა.
გამოცემა ინფორმაციას ირანელმა მაღალჩინოსანმა ანონიმურად განუცხადა. ანონიმური წყარო გამოცემას ეუბნება, რომ დეტალები საწყისი შეთანხმების მიღწევის შემდეგ 60 დღის განმავლობაში იქნება განხილული.
მისივე ცნობით, აშშ ირანის ნავთობზე სანქციების მოხსნას შეზღუდული დროით დათანხმდა და დასძინა, რომ მიღწეული შეთანხმება ჰორმუზის სრუტის გახსნასაც მოიცავს. ირანელი მაღალჩინოსნის თქმით, შეთანხმების პროექტი ასევე მოიცავს აშშ-ს მიერ 25 მილიარდი დოლარის ღირებულების გაყინული ირანული აქტივების გათავისუფლებას.
კატარის ოფიციალური პირები მოლაპარაკებების გასამართად თეირანში იმყოფებიან. საერთაშორისო მედია წერს, რომ იმ შემთხვევაში თუ ვაშინგტონი და თეირანი შეთანხმებას მიაღწევენ, მოსალოდნელია, რომ მას ხელს მოაწერენ ელექტრონულად და არა პირისპირ შეხვედრაზე.

















