13.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 11, 2026
banner

Reuters: ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ სამხედრო გემს ორი რაკეტა მოხვდა

Reuters-ის ინფორმაციით, ირანული მედია იუწყება, რომ ჰორმუზის სრუტეში ამერიკულ სამხედრო გემს ორი რაკეტა მოხვდა.

გავრცელებული ინფორმაციით, გემს ორი რაკეტა მაშინ მოხვდა, როდესაც ის ჯასკის კუნძულთან ახლოს დაცურავდა.

მანამდე, ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესსპიკერმა, ჰოსეინ მოჰებიმ, განაცხადა, რომ გემებს, რომლებიც დაარღვევენ ირანის სატრანზიტო მითითებებს ჰორმუზის სრუტეში, ძალის გამოყენებით შეაჩერებენ.

მან გადამზიდავ და სადაზღვევო კომპანიებს მოუწოდა, რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მითითებები გაითვალისწინონ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე ერევანში: გასულ წელს გავაძლიერეთ ძალისხმევა ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ საბრძოლველად
შემდეგი სტატიაფაშინიანი: იმედი მაქვს, რომ 2028 წელს მექნება შესაძლებლობა აზერბაიჯანს ვეწვიო, როდესაც იქ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტი გაიმართება