Reuters: ევროკავშირი “თურქული ნაკადის’ გამო შეშფოთებულია

1 (1)თურქეთისა და რუსეთის განცხადებამ გაზსადენი “თურქული ნაკადის” აღდგენასთან დაკავშირებით, ევროკავშირის დიპლომატების შეშფოთება გამოიწვია – ისინი ამაში მოსკოვის გავლენის გაძლიერებას ხედავენ -წერს Reuters-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით.
ბრიუსელში, საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, იმის ეშინიათ, რომ “თურქული ნაკადი” უკრაინას გაზის ტრანზიტი ქვეყნის სტატუსს გაუუქმებს ევროპაში, ასევე მის დამოკიდებულებას გაზრდის “გაზპრომთან” მიმართებაში და კასპიის ზღვიდან საწვავის მიწოდებას გადაკეტავს.
“თურქეთ-რუსეთის ახალი მეგობრობა, შესაძლებელია, პრობლემა გახდეს, თუკი რუსეთი უკრაინას თურქეთით ჩაანაცვლებს. თურქეთისთვის აზრი აქვს რუსეთიდან გაზის იაფად მიღებას, მაგრამ ამას თანმდევი ზომებიც ექნება და, სავარაუდოდ, ეს ჩვენთვის პრობლემა გახდება” – განაცხადა ევროკავშირში Reuters-ის წყარომ.
გამოცემის აზრით, ევროკავშირი დიდი მოთმინებით ელოდება ერდორან-პუტინის შეხვედრას, რომელიც აგვისტოშია დაანონსებული და სადაც “თურქულ ნაკადზე” ისაუბრებენ.

შეგახსენებთ, რომ ანკარა-მოსკოვს შორის ურთიერთობის აღდგენის შემდეგ, ხელახლა დაიწყეს აღნიშნული გაზსადენის მშენებლობაზე ლაპარაკი.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ ყოფილი მეუღლის განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
შემდეგი სტატიაევროკომისია თურქეთის ვიზალიბერალიზაციის საკითხს სექტემბერში განიხილავს