Reuters-ი კრემლთან დაახლოებულ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უარყოფს კიევთან მშვიდობიანი მოლაპარაკებების დაწყების შესახებ მოწოდებებს და კონფლიქტის გაღრმავებისთვის ემზადება.
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სამშვიდობო ინიციატივებისა და მოწოდებების მიუხედავად, კრემლის ლიდერი ამ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტის იდეას არ განიხილავს.
წყაროების ცნობით, უკრაინის მხრიდან რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებსა და პორტებზე განხორციელებული ბოლოდროინდელი იერიშები პუტინის გადაწყვეტილებას — გააგრძელოს ბრძოლა — კიდევ უფრო აძლიერებს. მომდევნო თვეებში სამხედრო მოქმედებების მწვავე ფაზაში გადასვლის მაღალი ალბათობა არსებობს.
რუსეთის პრეზიდენტთან რეგულარულ კონტაქტში მყოფი პირების თქმით, პუტინმა მკაცრად გააკრიტიკა მრჩეველთა ის ჯგუფი, რომელმაც მას ფრონტის არსებულ ხაზზე კომპრომისული ზავის დადება შესთავაზა.
კრემლში მიიჩნევენ, რომ რუსული არმია უახლოეს პერიოდში დონბასის რეგიონის სრულად დაპყრობას შეძლებს, რაც მათ პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს.
















