გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი არ უნდა ჩაერიოს გერმანიის საარჩევნო კამპანიაში. წერს „როიტერი“.
„არ მგონია, სწორი იყოს, როცა უცხოელები, მეგობარი ქვეყნების ჩათვლით, ასე ინტენსიურად ერეოდნენ წინასაარჩევნო კამპანიაში“, – განაცხადა გერმანიის მთავრობის სპიკერმა.
როგორც გამოცემა წერს, გაზეთმა The Wall Street Journal-მა ვენსთან ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი მოუწოდებს გერმანელ პოლიტიკოსებს ითანამშრომლონ ყველა პარტიასთან, მათ შორის, ულტრამემარჯვენე „ალტერნატივა გერმანიისთვის“, რომელთანაც თანამშრომლობაზე ზოგიერთმა უარი განაცხადა.
„კარგი პრაქტიკაა, როცა ქვეყნის მოქალაქეები თავად წყვეტენ, თუ ვის მისცენ ხმა, რა არის მათი პრინციპები, და არა როცა სხვებისგან ისმენენ რჩევებს“, – აღნიშნა გერმანიის მთავრობის სპიკერმა.
ვენსი მასკის მერე მეორე მაღალჩინოსანია, რომელმაც კომენტარი გააკეთა გერმანიის პოლიტიკაზე, მას შემდეგ, რაც მილიარდერმა ბიზნესმენმა ილონ მასკმა გააკრიტიკა კანცლერი ოლაფ შოლცი და მხარი დაუჭირა AfD-ს.